Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მჟავანაძე საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის გამაპირობებელ ფაქტორებზე


გიორგი მჟავანაძე საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის გამაპირობებელ ფაქტორებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:55 0:00

16 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მჟავანაძე, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე, ლარის კურსის ვარდნის გამაპირობებელ ფაქტორებზე, მთავრობის განცხადებაზე და ხელისუფლების მიერ ეკონომიკის გამოწვევების აღქმის ადეკვატურობაზე. გიორგი მჟავანაძე განმარტავს, რომ აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ვარდნა ერთ-ერთი სიმპტომია ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების. გიორგი მჟავანაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებს მთავრობის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტში იმის განსაზღვრას, რით დააბალანსებს ის ე.წ. "ესტონური მოდელის" ამოქმედების ეფექტს. ლაპარაკია რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლების შედეგად ნახევარ მილიარდამდე ლარის დანაკლისის დაბალანსებაზე ბიუჯეტში. გიორგი მჟავანაძე მნიშვნელოვნად თვლის აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის დაბრუნებას. ამასთან, მკვლევრის შეფასებით, რაიმე დამატებითი შემზღუდავი ნორმების დაწესება (მაგალითად, დედოლარიზაციის მიზნით) ცუდი სიგნალი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის.

XS
SM
MD
LG