Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და მერკელი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაფართოების მოწოდებით გამოვიდნენ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერენ ტრანსატლანტიკური თანამშროლობის გაფართოებას ყველა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების სფეროთი დაწყებული და ტოლერანტობისათვის ბრძოლით დამთავრებული. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ ღია წერილში, რომელიც ყოველკვირეულ „ვირტშაფტსვოხეში“ დაიბეჭდა. დღეს ბერლინში მერკელისა და ობამას შეხვედრა იმართება. პრეზიდენტის რანგში ობამა მართავს თავის ბოლო უცხოურ ტურნეს, რომელიც საბერძნეთში დაიწყო, გერმანიაში გაგრძელდება და კვირის ბოლოს პერუში დასრულდება. 18 ნოემბერს ობამა ბერლინში შეხვდება საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს. მსჯელობის უმთავრესი საკითხი იქნება, ტრანსატლანტიკური კავშირების შენარჩუნება მას შემდეგ, რაც თავის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

XS
SM
MD
LG