Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის თქმით, ტრამპზე იქნება დამოკიდებული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს პერუს დედაქალაქ ლიმაში. საუბრის მთავარი თემები იყო სიტუაცია სირიასა და უკრაინაში, და ორმხრივი ურთიერთობები ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. „რაც შეეხება იმ ურთიერთობებს, რომლებიც რუსეთსა და აშშ-ს შორის ჩამოყალიბდება 20 იანვრის შემდეგ, მთავარ როლს, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ითამაშებს,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

XS
SM
MD
LG