Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანა ნაცვლიშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: ანა ნაცვლიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:42:37 0:00

21 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანა ნაცვლიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ ვალდებულებები, რომლებიც ხელისუფლებას აქვს აღებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განსახორციელებლად, ემსახურება თითოეული მოქალაქის ინტერესს, იმას, რომ მათ მიიღონ უკეთესი ინსტიტუციები, რომ ეს ინსტიტუციები ემსახურებოდეს და იცავდეს მოქალაქეს და არა ხელისუფლებას. ამ თვალსაზრისით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეფორმები სამართალდამცავ და პენიტენციარულ სისტემაში, რადგან სისტემის მუშაობა დამოკიდებული უნდ იყოს არა კონკრეტული ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, არამედ ქმედით სამართლებრივ მექანიზმებზე. ეროკავშირთან ასოცირების შეთანმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი გასულ პარასკევს ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ წარმოადგინა. პოლიტიკის დოკუმენტები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ - შეაფასა. ორგანიზაციების წარმომადგენლები დაასკვნიან, რომ რეფორმები მეტწილად წარმატებით მიმდინარეობს, ოღონდ - საკანონმდებლო დონეზე.

XS
SM
MD
LG