Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს აშშ-ის ტრანსწყნარი ოკეანის შეთანხმებიდან გასვლის პროცედურას


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს ტრანსწყნარი ოკეანის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის პროცედურას. ვიდეომიმართვისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება აშშ-ისთვის პოტენციური კატასტროფაა და უნდა შეიცვალოს ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებებით, რაც ამერიკას დაუბრუნებს მრეწველობას და სამუშაო ადგილებს. ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას ხელი წელს, თებერვალში მოაწერა რეგიონის 12-მა ქვეყანამ, აშშ-მა, ავსტრალიამ, კანადამ, მექსიკამ, ბრუნეიმ, ვიეტნამმა, მალაიზიამ, ახალმა ზელანდიამ, პერუმ, ჩილემ, სინგაპურმა და იაპონიამ. შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაციას და საბაჟო გადასახადების გაუქმებას. ტრანსწყნარი ოკეანის შეთანხმებიდან გასვლა ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.

XS
SM
MD
LG