Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა გოგოლაშვილი ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტებზე


კახა გოგოლაშვილი ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:37:18 0:00

5 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტებზე. კახა გოგოლაშვილმა განმარტა ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე პროცესი და მასში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ფორმატი. თუკი აქამდე არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ და აფასებდნენ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების შესრულებას, წელს პირველად მათ მონაწილეობა მიიღეს მის შედგენაშიც. კახა გოგოლაშვილმა ილაპარაკა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის შესახებაც. ამ სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაც. პოლიტოლოგი ოპტიმისტურად უყურებს პროცესის სწრაფად დასრულების პერსპექტივას.

XS
SM
MD
LG