Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის გაფართოების კომისარი: თუ დანაპირებს არ შევასრულებთ, ნდობასაც დავკარგავთ და პოლიტიკურ ბერკეტსაც


ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას, ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო არჩევნებმა ერთობ ცხადი შედეგი გვიჩვენა, აირჩიეს მანამდე მმართველი ძალა, რომელსაც უმრავლესობის ორი მესამედი აქვს პარლამენტში, რაც უჩვეულოა, თქვა ჰანმა, მაგრამ ამავე დროს დიდი ვალდებულებაა, რომელსაც ძალიან ფრთხილად, მოთმინებით და თავშეკავებით უნდა გამოყენებაო. ევროკომისრის თქმით, ქვეყნის დემოკრატიული სიმწიფის გამოცდა იქნება, გამოიყენებს ამ შესაძლებლობას თუ არა. სიტყვის თავისუფლებას, მედიის სფეროში პლურალიზმს თვალყურს მივადევნებთო, თქვა ჰანმა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან უკრაინის და საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემას შეეხო „თუ ვერ შევასრულეთ ვალდებულებები და დაპირებები, დავკარგავთ არა მხოლოდ ნდობას, არამედ მომავალში პოლიტიკურ ბერკეტებსაც. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, კერძოდ პარლამენტის წევრებს, მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება საბჭოში და საბჭოსთან ერთად, და მივმართავ ზოგიერთ ქვეყანას, საბაბად ნუ იშველიებთ შეჩერების მექანიზმის საკითხს, როცა სხვა რამეზე ფიქრობთ იმ მიზნით, რომ არ

ამოქმედდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია“, განაცხადა იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში.

XS
SM
MD
LG