Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები აპირებენ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის გავლენის სავარაუდო მცდელობის გამოძიებას


გავლენიანი ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები აპირებენ აშშ-ის წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების პროცესზე რუსეთის გავლენის სავარაუდო მცდელობისა და სამხედრო ძალებისთვის რუსეთიდან მომდინარე პოტენციური კიბერსაფრთხეების გამოძიებას. ამ ნაბიჯით ისინი ემიჯნებიან აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ ასევე რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, რომელსაც უარყოფილი აქვს ვარაუდი, რომ რუსეთი ცდილობდა გავლენა მოეხდინა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე. ტრამპს ასევე არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. მეორე მხრივ, აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მოითხოვს გამოძიებას აშშ-ის შეიარაღებულ სისტემებზე რუსეთის შესაძლო კიბერთავდასხმების დასადგენად. ხოლო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერი აპირებს მომავალ წელს სხდომის დანიშვნას რუსეთის სავარაუდო ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG