Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა ალეპოში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს ზავზე განცხადებების მიუხედავად


სირიის მთავრობის ჯარი და მისი მოკავშირეები განაგრძობენ სამხედრო ოპერაციას ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებზე, რომლებიც მეამბოხეების ხელშია. აქტივისტები იუწყებიან სარაკეტო დარტყმებისა და ავიაიერიშების შესახებ მიუხედავად რუსეთის 8 დეკემბრის განცხადებისა, რომ აღმოსავლეთ ალეპოზე შეტევა შეჩერებულია სამოქალაქო პირების ევაკუაციის მიზნით. რუსეთი სამხედრო დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მეამბოხეებთან ბრძოლაში. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, აღმოსავლეთ ალეპოზე სარაკეტო იერიშები წუხელ და დღეს დილასაც გრძელდებოდა. ხოლო ალეპოში საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" კორესპონდენტები ავიაიერიშების შესახებ იუწყებიან. ამასობაში, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გამო, შეამსუბუქოს აკრძალვა სირიაში მთავრობასთან მებრძოლი მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდებაზე. პესკოვის განმარტებით, მოსკოვი შიშობს, რომ აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი შესაძლოა „ტერორისტების“ ხელში აღმოჩნდეს, რაც სერიოზული საფრთხე შეუქმნის „არამარტო რეგიონს“.

XS
SM
MD
LG