Accessibility links

აშშ-ის სადაზვერვო უწყება აცხადებს, რომ რუსეთი ერეოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში


აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაადგინა, რომ რუსეთი ერეოდა აშშ-ის, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მხარს უჭერდა დონალდ ტრამპს. ამის თაობაზე იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“. გაზეთის თანახმად, სპეციალურმა სამსახურმა დააგინა იმ პირების ვინაობა, რომლებმაც „ვიკილიკსს“ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის, ასევე კანდიდატ ჰილარი კლინტონის გატეხილი ელფოსტიდან წერილები მიაწოდეს. გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ გამოვლენილი პირები რუსეთის მთავრობასთან არიან კავშირში და ტრამპის გამარჯვების მიზნით მოქმედებდნენ. ტრამპის ოფისი ამგვარ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ არჩევნები რა ხანია დასრულდა და ახლა "წინსვლაა საჭირო". დემოკრატიული პარტია არაერთხელ იტყობინებოდა მსგავსი ფაქტის შესახებ. დღემდე ოფიციალურად ამ ბრალდებების გარშემო კომენტარი არ გაუკეთებიათ. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ასევე არაფერი თქვა გამოძიების მსვლელობაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG