Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ ძალებმა კვლავ შეაღწიეს პალმირის ცენტრში


გავრცელდა ცნობა, რომ " ისლამურმა სახელმწიფომ" კვლავ აღიდგინა პოზიცია პალმირაში, საიდაც სირიის არმიამ რუსეთის ავიაციის დახმარებით შეძლო ექსტრემისტული გაერთიანების ძალების განდევნა. ამის შესახებ იტყობინებოდა სირიელ მეთვალყურეთა ჯგუფი ლონდონიდან. რუსეთის ავიაციამ 64 იერიში განახორციელა ტერორისტული დაჯგუფების პოზიციებზე, გაანადგურა 300-მდე მეომარი, მოსპო მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ტექნიკა და იარაღი. რუსეთის სამეთვალყურეო ცენტრი სირიიდან იტყორბინებოდა, რომ ექსტრემისტებმა მოახერხეს ოთხი ათასი ჯარისკაცის გადაჯგუფება და პალმირის დაბრუნებისთვის იერიშის დაწყება. ისინი ორი დღის წინ შევიდნენ ქალაქში და კონტროლი დაამყარეს ნავთობის და გაზის საბადოებზე ქალაქის გარშემო. ისინი წინ მიიწევდნენ სამხედრო ბაზისკენ, რომელსაც რუსეთის არმია იყენებს. პალმირა, რომლის ანტიკურ ნანგრევებს იუნესკო იცავს, 2015 წლის მარტიდან ერთ წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო. მიმდინარე წლის მარტში ქალაქი მთავრობის ჯარმა დაიბრუნა.

XS
SM
MD
LG