Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი "სერიოზულ შეშფოთებას" გამოთქვამს ტაივანის შესახებ ტრამპის განცხადების გამო


ჩინეთი გამოთქვამს „სერიოზულ შეშფოთებას“ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის განცხადების გამო, რომ გადასინჯავს ტაივანთან შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, გენ შუანმა, 12 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ტრამპის ამ პოზიციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაზე. ჩინეთი ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად განიხილავს, ხოლო ვაშინგტონი 1979 წლიდან ატარებს ე.წ. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკას, რაც მხოლოდ პეკინთან დიპლომატიურ ურთიერთობას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპმა კი 11 დეკემბერს ტელეარხ "ფოქს ნიუსს" უთხრა, რომ არ მიიჩნევს თავს ვალდებულად, გააგრძელოს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპი, როგორც არჩეული პრეზიდენტი, ტელეფონით ესაუბრა ტაივანის პრეზიდენტს, რამაც ასევე გაანაწყენა პეკინი.

XS
SM
MD
LG