Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიქსები და ანიმაცია, როგორც არაფორმალური სწავლების ინსტრუმენტი


15 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის“ პროექტის მენეჯერი ალექსანდრე გვინდაძე. ორგანიზაცია 2014 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "HUMRA" (Human Rights Animation), რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას ადამიანის უფლებების სფეროში და არაფორმალურ განათლებაში კრეატიული ინსტრუმენტების პოპულარიზაციას. რამდენად ეხმარება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ანიმაცია და კომიქსები ადამიანის უფლებების უკეთ გაგებაში; როგორ ამარტივებს არაფორმალური სწავლება რთული საკითხების აღქმას სასკოლო ასაკში და რამდენად ღიაა ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები ექსპერიმენტული სწავლებისთვის - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

XS
SM
MD
LG