Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოში დაიწყო ევაკუაციის ოპერაცია, ისმის სროლა


გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ქალაქ ალეპოს იმ ნაწილიდან, რომელსაც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მეამბოხეები, დაიწყო მოსახლეობის, მეამბოხეებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია სპეციალური ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის მიერ 15 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, იგი აპირებს ისარგებლოს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტით და მოახდინოს ევაკუაცია 200 დაჭრილი ადამიანისა, რომელთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, სირიის მთავრობის კონტროლირებადი ტეროტორიიდან ალეპოს შესაბამის რაიონში გაიგზავნა ავტობუსები და სასწრაფო დახმარების მანქანები. თუმცა, როგორც ახალი ამბების სააგენტო როიტერსი იტყობინება სამაშველო ორგანიზაციის წარმომადგენელ აჰმედ სეიდზე დაყრდნობით, სირიის სამთავრობო ჯარების მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ალეპოდან მიმავალ კოლონას, რის შედეგადაც სულ მცირე სამი კაცი დაიჭრა. სირიის სახელმწიფო მედია კი იუწყება, რომ აღმოსავლეთ ალეპოს რაიონიდან 4000 მეამბოხისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განხორციელდება.

XS
SM
MD
LG