Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „იბერიის“ წამყვანი პოლიციელს ადანაშაულებს შეურაცხყოფასა და მუქარაში


ტელეკომპანია „იბერიის“ წამყვანი, გიორგი გასვიანი პოლიციის თანამშრომელს ადანაშაულებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში. გასვიანის ინფორმაციით, 18 დეკემბერს, ბორჯომში ავტომანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი და მისი თანმხლი 2 პირი, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით დაემუქრნენ. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ფაქტის მოკვლევას აწარმოებს გენერალური ინსპექცია. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას შეეხება. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, პოლიციელს სამსახურიდან დაითხოვენ და მის წინააღმდეგ გატარდება კანონით დადგენილი სხვა ზომებიც. ”როცა კანონს არღვევს ადამიანი, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და სხვებსაც უნდა მოუწოდებდეს, მას კანონი უმკაცრესად დასჯის“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მღებრიშვილმა. მისი ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც.

XS
SM
MD
LG