Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს ცვლილებები საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მისანიჭებლად


ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) მხარი დაუჭირა ცვლილებებს საქართველოს მიმართ სავიზო ლიბერალიზაციისათვის საჭირო წესებში. წინასწარ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, მიზანი იყო ტრიალოგის ფარგლებში შემუშავებული ტექსტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმება. უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად შემდეგი ნაბიჯი იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც იანვარშია მოსალოდნელი. მიმდინარე თვეში ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უკვე მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

XS
SM
MD
LG