აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უარს ამბობს ოფიციალური რეგულაციის მოქმედებას, რაც, საჭიროების შემთხვევაში, უპირატესად მუსლიმანებით დასახლებული 25 ქვეყნიდან, აშშ-ის ტერიტორიაზე ჩასული მამაკაცების რეგისტრაციას ისახავს მიზნად. იმ დროს, როდესაც ამჟამინდელი ადმინისტრაცია 2011 წლიდან ამბობს უარს ამ პროგრამის ამოქმედებაზე, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონლად ტრამპა, საარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ სამთავრობო სტრუქტურების მიერ აუცილებლად მოხდებოდა მუსლიმანი იმიგრანტების აღრიცხვა.ქვეყანაში „შესვლა-გასვლის რეგისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამა“ შემუშავდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ და იგი ითვალისწინებდა 16 წელზე უფროსი ასაკის მუსლიმანი მამაკაცების აღრიცხვას, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის და ასევე ყოფნის დროს. პროექტის თანახმად, ეს წესი უნდა გავრცელებულიყო 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან, ჩასული მამრობითი სქესის იმიგრანტებზე. დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიისას პირობა დადო, რომ ასეთი რეგისტრაცია არათუ ამოქმედდებოდა, არამედ, მეტიც, 21 დეკემბრიდან შესაძლოა დროებით აკრძალულიყო მუსლიმი ემიგრანტების შესვლა აშშ-ის ტერიტორიაზე.
ყველაზე პოპულარული
1