Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ ეკონომიკური ვარდნა მნიშვნელოვანი არ იქნება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ვარდნა უმნიშვნელო იქნება და ის საგრძნობლად არ აისახება არც მოსახლეობისა და არც ქვეყნის კეთილდღეობაზე. ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევების შესახებ შეკითხვებით დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური პრესკონფერენცია, რომელიც ტრადიციულად ახლი წლის დღესასწაულის წინ იმართება ხოლმე. კრემლის პრესმდივნის ინფორმაციით, პუტინის პრესკონფერენციაზე აკრედიტებულია სულ მცირე 1500 რუსი და უცხოელი ჟურნალისტი. 19 დეკემბერს ევროპის კავშირმა მოქმედების ვადა გაუხანგრძლივა სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა კრემლის მოქმედების გამო უკრაინაში. საბჭოს განცხადებით, რუსეთის ეკონომიკის ზოგიერთი სექტორისთვის დაწესებული სანქციების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 31 ივლისამდე. შემაჯამებელ პრესკონფერენციამდე ვლადიმერ პუტინმა კრემლში მიიღო რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელმაც ალეპოს საბოლოო განთავისუფლებისა და ჰუმანიტარული ოპერაციის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ აღმოსალეთ ალეპოდან მთლიანობაში ევაკუირებულია 31 284 ადამიანი, 4168 მეამბოხე განიარაღდა, ხოლო ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით ალეპო დატოვა და ქალაქ იდლიბში გადავიდა 14 891 ექსტრემისტი.

XS
SM
MD
LG