Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავჩენკომ თავისი სამოქალაქო პლატფორმა წარადგინა


ყოფილმა უკრაინელმა სამხედრომ, ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც უკრაინის პარლამენტის დეპუტატია, 27 დეკემბერს წარადგინა თავისი სამოქალაქო პლატფორმა, „რუნა“ (უკრაინელი ხალხის კრება). მისი თქმით, ეს არაა პოლიტიკური პროექტი, ან პარტია, რადგან ასეთი ფორმა უკვე მოძველდა. სავჩენკომ და მისმა მომხრებმა აღნიშნეს, რომ ახალი მოძრაობა უკრაინის ახლანდელი ელიტის, ოლიგარქებთან კავშირი რომ არაა აქვს, იმ ელიტის შეცვლის ინსტრუმენტი უნდა გახდეს. იმის გამო, რომ სავჩენკო შეხვდა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტ ხელმძღვანელობას, ის დეკემბერში გარიცხეს „ბატკივშინის“ ფრაქციიდან, რომლისგანაც იყო არჩეული პარლამენტში და შემდგომ ამოიღეს ევროპის კავშირის საპარამტენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის სიიდან.

XS
SM
MD
LG