Accessibility links

აშშ-ის სენატორი: რუსეთს და პუტინს მკაცრი სანქციები მოელით კიბერთავდასხმის გამო


აშშ-ის სენატორმა განაცხადა, რომ რუსეთს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სანქციები მოელით აშშ-ის არჩევნების დროს სავარაუდო კიბერთავდასხმების გამო. ლინდსი გრემმა, რუსპუბლიკელმა სენატორმა სამხრეთ კეროლაინადან, ლატვიაში განაცხადა 28 დეკემბერს, რომ კონგრესი გამოიძიებს ბრალდებას, ჩაერია თუ არა მოსკოვი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 8 ნოემბერს და ცალმხრივი სანქციები მძლავრ დარტყმას მიაყენებს რუსეთს და კერძოდ, პრეზიდენტს პუტინს. სენატორს არ დაუზუსტებია შესაძლებელი სანქციების არსი. რუსეთი უარყოფს აშშ-ის პარტიების საკომპიუტერო სერვერებზე თავდასხმებს. გრემი სამდღაინ ვიზიტად არის ბალტიის ქვეყნებში სენატორ ჯონ მაკკეინთან და მინესოტელ დემოკრატ სენატორ ემი კლობუშართან ერთად. ისინი შემდეგ უკრაინას, საქართველოს და ჩერნოგორიას ეწვევიან.

XS
SM
MD
LG