Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა 10 იანვარს ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 10 იანვარს ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს. ბარაკ ობამა გუშინ დაბრუნდა ჰავაიდან, სადაც მან საშობაო შვებულება გაატარა. როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია წერს, თანამდებობაზე ყოფნის ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პატიმრობაში მყოფ იმ ნარკოდამნაშავეებს შეიწყალებს, რომლებიც, მისი აზრით, ზედმეტად მკაცრ სასჯელს იხდიან. მან, შესაძლოა, ასევე, რამდენიმე საპრეზიდენტო განკარგულებაც გამოსცეს, რათა შექმნას მექანიზმი, რომელიც მის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკის ბოლომდე გატარებას უზრუნველყოფს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპი ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეა. ხვალ კი ბარაკ ობამა კონგრესში დემოკრატიული პარტიის წევრებს შეხვდება, რათა შეიმუშაონ სტრატეგია, რომელიც ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმების პრევენციას მოახდენს. “ობამაქეარი”დონალდ ტრამპის მიერ დაუყოვნებლივ გასაუქმებელ ზომებს შორის არის მოაზრებული.

XS
SM
MD
LG