Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი პრეზიდენტს გადადგომას ურჩევს


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს, ასეთ შემთხვევაში კი მარგველაშვილისთვის საუკეთესო გამოსავალია საჭირო დროს გადადგეს, რათა შემდეგ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებით კიდევ 4-წლიანი მმართველობის შანსი გაუჩნდეს. რამდენად რეალისტურია ეს განცხადება და შეიძლება თუ არა ველოდეთ პრეზიდენტის გადადგომას?

გადმოწერა

პრეზიდენტის გადადგომის იდეაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ილაპარაკა. ის შეეხო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის საკითხს და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს.

ვინაიდან საკონსტიტუციო კომისიის შექმნას წინ უძღოდა დისკუსია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. მე, როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, თუ კონსტიტუციის ამ მოდელში არაფერი შეიცვალა, არ ვემხრობი პრეზიდენტის ირიბი წესით [პარლამენტის მიერ] არჩევას...
ვახუშტი მენაბდე

ასეთ შემთხვევაში კი, როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, გიორგი მარგველაშვილისთვის საუკეთესო გამოსავალია გადადგეს, რათა შემდეგ ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვოს.

„თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი, 2022 წლამდე, გყავდეთ თქვენ მიერ არჩეული პრეზიდენტი”, ამბობს დავით უსუფაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში და დასძენს, რომ ნებისმიერი არასამთავრობო კანდიდატი, რომელიც ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვებს, სერიოზული პოლიტიკური ფიგურა გახდება.

გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს: „გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?“

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები გადადგომიდან 40 დღის განმავლობაში უნდა დაინიშნოს. როგორც საკონტიტუციო კომისიის წევრი იურისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე, თუმცა ელის, რომ განხილვის პროცესში ეს საკითხი წამოიწევს,

„ვინაიდან საკონსტიტუციო კომისიის შექმნას წინ უძღოდა დისკუსია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. მე, როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, თუ კონსტიტუციის ამ მოდელში არაფერი შეიცვალა, არ ვემხრობი პრეზიდენტის ირიბი წესით [პარლამენტის მიერ] არჩევას“.

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის წესის შემოღებას იმ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს, თუ პარლამენტი გახდებოდა ორპალატიანი და განისაზღვრებოდა ქვეყნის რეგიონალური მოწყობა. მისი თქმით, ხელისუფლებას ხელს აძლევს პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის მოდელი, რადგან ამ შემთხვევაში მათ მეტი შანსი ექნებათ, სასურველი კანდიდატი აირჩიონ, ეს შანსი კი ბევრად მცირდება, თუ პრეზიდენტს ისევ ძველებურად, პირდაპირი წესით, ავირჩევთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG