Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ძალებმა ექსტრემისტებისგან გაათავისუფლეს მოსულის უნივერსიტეტი


ერაყის სამხედრო სარდლობის ცნობით, სამთავრობო ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ მოსულის მთავარ უნივერსიტეტზე, რომელიც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო 2014 წლიდან. ამ ობიექტის გათავისუფლება ბოლო წარმატებაა ერაყის არმიისა, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან ექსტრემისტების განდევნას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემისტები უნივერსიტეტის ლაბორატორიებს იყენებდნენ ქიმიური იარაღის დასამზადებლად. ერაყის სამთავრობო ძალები ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლას გასული წლის ოქტომბრიდან აწარმოებენ. არმიის ერთ-ერთმა სარდალმა, გენერალ-მაიორმა მაან საადიმ აღნიშნა, რომ ერაყელი სამხედროები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის დარჩენილ ტეროტორიას „10 დღეში გაათავისუფლებენ“.

XS
SM
MD
LG