Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-მ გამოაქვეყნა საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები


ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა საქართველოში ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე გასული წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. გამოკითხულთა უმრავლესობამ, 58%-მა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილები დაასახელა. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორისაა ფასების ზრდა (38%), სიღარიბე (30%) და ტერიტორიული მთლიანობა (27%). გამოკითხულთაგან 34% თავს დასაქმებულად მიიჩნევს, 66% კი არა. რესპონდენტების 36%-ის შეფასებით, საქართველოში ვითარება არ იცვლება, 32% აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 27% კი მიიჩნევს, რომ მიმართულება არასწორია.

XS
SM
MD
LG