Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო ინფორმაცია მოსთხოვა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა, მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულების თაობაზე საჯარო ინფორმაციის მისაღებად. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომთან“ გაფორმებული იმ ხელშეკრულების ასლს, რომლის მოქმედების ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე ითხოვს, ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის და ახალი შეთანხმების ასლებს. ორგანიზაციის იურისტის, სულხან სალაძის განცხადებით, თუ რომელიმე ინფორმაცია საიდუმლოა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, ენერგეტიკის სამინისტრომ მიაწოდოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებელი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი. ენერგეტიკის სამინისტროს პასუხის გასაცემად 10-დღიანი ვადა აქვს.

XS
SM
MD
LG