Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის ფრანგი კანდიდატი: რუსეთის მიმართ სანქციები არაეფექტიანია


საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი, ფრანსუა ფიიონი თვლის, რომ ეკონომიური სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს არაეფექტიანია და ის გამოვიდა რუსეთთან დიალოგიკენ მოწოდებით. 23 იანვარს ფიიონმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმინისტრაციას შეუძლია განამტკიცოს კავშირები რუსეთთან და შედეგად, ევროკავშირი განზე დარჩება. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური სანქციები არაეფექტიანია, განაცხადა ფიიონმა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ბერლინში. საჭიროა ახალი მეთოდის მოძებნა, თქვა მან. არ მსურს, ტრამპმა რუსეთთან ჩვენს ხარჯზე ილაპარაკოს, ეს ევროპისთვის დამღუპველი იქნება, თქვა ფიიონმა. ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ შეეცდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციების გაუქმებას განიხილავს. ფიიონი მაისის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მან ადრე თქვა, რომ რუსეთმა რაიმე უნდა მოიმოქმედოს, რათა სანქციაები გაუუქმდეს. მისი აზრით კიევი არასაკმარისს აკეთებს უკრაინში კოენფლიქტის შესაწყვეტად.

XS
SM
MD
LG