Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პროკურატურამ ვიცე-პრეზიდენტის ცხრა თანამშრომლის დაპატიმრების ორდერი გასცა


ავღანეთის გენერალურმა პროკურატურამ ამ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, აბდულ რაშიდ დოსტუმის ცხრა თანამშრომლის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილი არიან დოსტუმის პოლიტიკური მოწინააღმდეგის გატაცებასა და წამებაში. დოსტუმი გავლენიანი ეთნიკური უზბეკების შეიარაღებული გაერთიანების მეთაური და გავლენიანი პირია. ის ბრალდებებს უარყოფს. პროკურატურის თანახმად, დაპატიმრების ორდერი გაიცა იმის გამო, რომ დოსტუმის თანამშრომლები არ გამოცხადდნენ დაკითხვაზე. ისინი დოსტუმის პირადი მცველები არიან.

XS
SM
MD
LG