Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა ციმაკურიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა ციმაკურიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:48 0:00

25 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა ციმაკურიძე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა პრეზიდენტის 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე. გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმის ე.წ. "მესამე ტალღის" ფარგლებში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა საკანონმდებლო ორგანოს. უმრავლესობის წარმომადგენლები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უცნაურს და მოულოდნელს უწოდებენ, რადგან თვლიან, რომ ეს კიდევ უფრო აჭიანურებს აუცილებელ რეფორმებს. პრეზიდენტმა განცხადებაში დაასახელა რამდენიმე საკითხი, რომელიც, მისი შეფასებით, არ ემსახურება სასამართლოსა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. შენიშვნების სამიზნედ იქცა: სამწლიანი გამოსაცდელი ვადისგან მხოლოდ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გათავისუფლება, სასამართლოების თავმჯდომარეების იუსტიციის საბჭოს მიერ დანიშვნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის წესი. პრეზიდენტი აგრეთვე თვლის, რომ ერთსა და იმავე პირს არ შეიძლება ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და იმავდროულად იყოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე; სასამართლოს თანამდებობის პირებს კი უნდა ჩამოერთვათ უფლება იყვნენ იუსტიციის საბჭოს წევრებიც. ეკა ციმაკურიძემ განმარტა, რომ არის ცვლილებები, რომელთა მიღებასაც არ სჭირდება ხანგრძლივი მსჯელობა და მომზადება. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა იმ სისტემურ ხარვეზებზე, რაც სასამართლო სისტემის შიგნით მოსამართლეზე ზეწოლის ბერკეტებს ტოვებს.

XS
SM
MD
LG