Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ცერცვაძე გაათავისუფლეს უკრაინის იზოლატორიდან


საქართველოს მოქალაქე, ინტერპოლით ძებნილი გია ცერცვაძე გაათავისუფლეს უკრაინის იზოლატორიდან. ამის შესახებ საკუთარი ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურორმა „როგორც დაგპირდით - გია ცერცვაძე თავისუფალია. უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს “, - წერს იური ლუცენკო. რუსეთის მოთხოვნით ინტერპოლის მიერ ძებნილი სამხედრო უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან თავისუფლად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. გია ცერცვაძის გათავისუფლება დაადასტურა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ცერცვაძის მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც.

XS
SM
MD
LG