Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკემბერში შავი ზღვის თავზე რუსეთის თვითმფრინავის, ტუ-154-ის ავარია ეკიპაჟის მიერ დაშვებული შეცდომის ბრალი იყო


დეკემბერში შავი ზღვის თავზე რუსეთის თვითმფრინავის, ტუ-154-ის ავარია ეკიპაჟის მიერ დაშვებული შეცდომის ბრალი იყო. ამის შესახებ რუსეთის გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება. წყაროების თანახმად, რომელთაც ეყრდნობა „კომერსტანტი“, ექსპერტებს ჯერ არ დაუდგენიათ, კონკრეტულად რა შეცდომები გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, მაგრამ მათ სრულიად გამორიცხეს თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის ვარიანტი. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. კომისიის წინასწარი დასკვნების თანახმად, თვითმფრინავის ყველა სისტემა გამართულად მოქმედებდა წყალში ჩავარდნამდე. ამჟამად ექსპერტები იძიებენ მფრინავების მოქმედებას ტუ-154-ის აფრენის დროს. 25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად მასში მყოფი 92-ვე ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG