Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს „დიდი ოცეულის“ ივლისის სამიტამდე


კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს „დიდი ოცეულის“ ივლისის სამიტამდე. სამიტს 7-8 ივლისს უმასპინძლებს გერმანიის ქალაქი ჰამბურგი. პესკოვმა დღეს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს, რომ 28 იანვარს პირველი სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპს და პუტინს არ უმსჯელიათ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებზე. საუბრის მთავარი თემები იყო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა და სირიაში კონფლიქტის მოგვარება. პესკოვმა „კარგი“ და „კონსტრუქციული“ უწოდა ორი პრეზიდენტის საუბარს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპს არაერთხელ ჰყავს შექებული პუტინი, როგორც „ძლიერი ლიდერი“ და ნათქვამი აქვს, რომ შეეცდება მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

XS
SM
MD
LG