Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იწყებს ვიზიტს ბრიუსელში


ბრიუსელში ვიზიტს იწყებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. დელეგაცია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაესწრება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვის და კენჭისყრის პროცედურას, რომელიც 2 თებერვალსაა დაგეგმილი. ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდებიან ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანის, მომხსენებელს საქართველოს საკითხზე, მარია გაბრიელს, ევროპარლამენტის კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს და ევროკომისრებს, დიმიტრის ავრამოპულოსს და იოჰანეს ჰანს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან გაიმართება.

XS
SM
MD
LG