Accessibility links

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ოფიციალურად გააფრთხილეს ბალისტიკური რაკეტის გამოცდისათვის


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი „ოფიციალურად გააფრთხილეს“ თეირანის მხრიდან, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდისათვის. საკუთარი ტვიტერით 2 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში, დონალდ ტრამპი შეახსენებს ირანის ლიდერებს იმ მნიშვნელოვან ბირთვულ შეთანხებას, რაც თეირანთან მიაღწიეს აშშ-მა და დასავლეთის სხვა წამყვანმა სახელმწიფოებმა. „ირანი სულს ღაფავდა და დაშლის პირას იყო, ვიდრე აშშ-მა, სხვებთან ერთად, არ გაუხსნა მას სიცოცხლის გზა 150 მილიარდი დოლარის სახით“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი ტვიტერის გვერდზე. აშშ-ი აცხადებს, რომ 29 იანვარს განხორციელებული ბალისტიკური რეკეტის საცდელი გაშვებით, ირანმა დაარღვია გაეროს 2015 წლის რეზოლუცია, რაც თეირანს უკრძალავს ისეთი რაკეტების წარმოებას და გამოცდას, რომლებსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლიათ. თეირანმა უარყო ეს ბრალდება, ხოლო ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა ალი აკბარ ვილაითიმ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შეახსენა, რომ „ირანის მიმართ მუქარა უსარგებლოა“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG