Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი არ აპირებს გადადგომას, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად


რუმინეთის პრემიერ-მინისტრი სორინ გრინდეანუ არ აპირებს გადადგომას მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად. აქციები გრძელდება მას შემდეგაც, რაც პრემიერმა გააუქმა ბრძანებულება კორუფციის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციის შესახებ. გრინდეანუმ მედიასთან საუბარში თქვა, რომ არ გადადგება და მისი გადაყენება შეუძლია მხოლოდ პარლამენტს, სადაც მის პარტიას მანდატების უმრავლესობა აქვს. თუ დემონსტრანტები თავდაპირველად კორუფციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციაზე ბრძანებულებას აპროტესტებდნენ, ახლა ბევრი მოითხოვს გრინდეანუს გადადგომას. გამოსვლების მეექვსე დღეს, 5 თებერვალს, რუმინეთის ქალაქებში ნახევარ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, მათგან 200 ათასამდე ადამიანი ბუქარესტში შეიკრიბა.

XS
SM
MD
LG