Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრეზიდენტი მთავრობის გადადგომის წინააღმდეგია


რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ამ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყანა „ფართომასშტაბიან კრიზისში“ მოაქცია, როცა მიღო კანონი კორუფციის გამო სასჯელის შემსუბუქების შესახებ. 7 თებერვალს, რუმინეთის პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტის ორივე პალატას და თქვა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. თუმცა, იოჰანისის თქმით, არ სურს კაბინეტის გადადგომა ან ვადამდელი არჩევნები. რუმინეთის დედაქალაქში შაბათ-კვირას დემონსტრაციებმა არნახულ მასშტაბს მიაღწია. სხვადასხვა ქალაქში სულ, 600 ათასამდე ადამიანი გავიდა ქუჩებში. მთავრობა იძულებული იყო დაეთმო და გაეუქმებინა თავისივე განკარგულება კორუფციის იმ შემთხვევების დეკრიმინალიზების შესახებ, რომელთა ფულადი გამოხატულება არ აღემატება 48 ათას დოლარს.

XS
SM
MD
LG