Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას გეგმავს უზენაეს სასამართლოსთან


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას გეგმავს საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან. „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლით აპირებს ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილების მიღებას“ - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, ნიკა მელიამ. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, პარტია 10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს შენობასთან გამართავს საპროტესტო აქციას.

XS
SM
MD
LG