Accessibility links

ღაზის სექტორში ორი ადამიანი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად


პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ღაზის სექტორში ორი ადამიანი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. ამ ცნობით, ორივე იმყოფებოდა ეგვიპტის საზღვართან, გვირაბში, რომელსაც კონტრაბანდისათვის იყენებენ. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, 9 თებერვლის დილას მოწყობილი ამ საჰაეროშეტევის შედეგად ასევე დაიჭრა 5 სამოქალაქო პირი. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობს მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების გუშინდელი განცხადებით, მათმა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ შეაჩერა რამდენიმე ჭურვი, რომელიც ექსტრემისტებმა ეგვიპტიდან ისროლეს სამხრეთ ისრაელის ქალაქ ეილათისაკენ.ისრაელის დღევანდელი საჰაერო იერიში, როგორც ჩანს, არის პირველი დარტყმა კონტრაბანდისტების გვირაბზე, ისრაელსა და ღაზის მმართველ ექსტრემისტებს, „ჰამასს“, შორის ომის შემდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG