Accessibility links

ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

სხვა რომ გადაგეკვეთება თავისი წილი სიხარულითა და სევდით და შენთან ერთად გააგრძელებს გზაზე სიარულს, ეს თარიღი უნდა აღნიშნო. გზის დასაწყისი ყოველთვის აღსანიშნავია. ეს გზა, სხვა გზების მსგავსად რთული და უსწორმასწოროა. გზა-გზა გაჩერებაც გიწევს სარეველას მოსაგლეჯად, შუშის ნატეხების ასაკრეფად, ადევნებული ავი ძაღლებისგან თავდასახსნელად. ზოგჯერ ცხელი ასფალტის მხურვალება გტკენს ფეხს, ზოგჯერ მოყინული გზისპირი. უასფალტო გზაც არსებობს და საცალფეხოც.გზა თუა, მაინც კარგია. აი, ჩიხში რომ მოექცევი მერე იწყება საკუთარი თავისა და მეგზურის ნამდვილი გამოცდა. ორი არჩევანია: ჩიხიც გზის ნაწილად მიიჩნიო და შემოუარო (შემოვლის გზები იპოვო) ან ჩიხში დარჩე(თ) სამუდამოდ. გზებზე სასიარულოად ფეხსაცმლის, ქვისა და საგზლის შერჩევას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ფეხსაცმელი ზომისა და სეზონის მიხედვით, ქვა -ადევნებული ძაღლების სიავის შესაფერისი, საგზალი შენი თხოვნა-მოთხოვნილებების საპირწონე. საკუთარი გზის არმქონე ბევრი შემოებოტება შენს გზაზე და აგედევნება, იქნებ ფეხი დაგიცდეს, იქნებ ქვა შემოგელიოს, იქნებ სარჩო დაგიმთავრდეს,იქნებ გზაზე სიარული შეწყვიტო…

გზა-გზა ნაგროვებ სითბოსა და სიყვარულს ისევ გზა-გზა ფანტავ სევდის შესამსუბუქებლად. სიყვარულიც როგორი არასაიმედო გახდა ამ ბოლო დროს. ამოწურვადი რესურსივით არის და ერთხელაც სარეველას მოსაპნევად რომ დაგჭირდება,შეიძლება ვეღარ აღმოაჩინო იქ, სადაც გეგულებოდა.

ბედნიერი გზა თავისთავად არ არსებობს. არც სიყვარულის. სიყვარული იზომება ბენდიერი დღეების სიმრავლით ამ გზაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG