Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გელაპის“ თანახმად, ნატოს აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა მიიჩნევს დამცველად


ავტორიტეტული ორგანიზაცია „გელაპის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობის აზრით,ნატოს ალიანსი თავდაცვასთან ასოცირდება. გამონაკლისს შეადგენს ჩერნოგორიისა და სერბიის მოსახლეობა. „გელაპის“ თანახმად, სერბების 64%-ი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საფრთხედ მიიჩნევს, და მხოლოდ 6%-ი მათ დამცველად. ჩერნოგორიაში, რომელიც წლის ბოლოს ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი, ალიანსს საფრთხე მიიჩნევს გამოკითხულთა 29%-ი, 21 %-ი დამცველად. ნატოს თავდაცვით შესაძლებლობებს ყველაზე მაღალი ნდობა აქვს კოსოვოში, სადაც გამოკითხულთა 90%-ი მიიჩნევს ალიანსს მისი ქვეყნის დამცველად. 70%-ით მეორე ადგილზეა ალბანეთი, მესამეზე კი პოლონეთი, სადაც გამოკითხულთა 62 %- ის თვალში ნატო დაცვასთან ასოცირდება. როგორც „გელაპის“ ოფიციალურ საიტზეა მითითებული აღნიშნული გამოკითხვა 2016 წელს ტელეფონის საშუალებით ჩატარდა და ცთომილება 2.7%-3,9%-ს შორის მერყეობს.

XS
SM
MD
LG