Accessibility links

რუმინეთში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები


რუმინეთში 12 თებერვალს საღამოსთვის კვლავ ელოდნენ მასობრივ, კორუფციის საწინააღმდეგო გამოსვლებს. 11 თებერვალს ათასობით ადამიანი იყო გასული ქუჩებში როგორც ბუქარესტში, ასევე სხვა ქალაქებში. უკვე 12 დღეა გრძელდება გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ მმართველი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავრობის გადაგომას. მთავრობის მცდელობა იყო კორუფციასთან ბრძოლის შერბილება და მან გამოსცა განკარგულება კორუფციის გარკვეული ფორმებისთვის სასჯელის შემცირების შესახებ. საპროტესტო გამოსვლების შედეგად მთავრობამ დათმო და განკარგულება გააუქმა, მაგრამ გამოსვლები კვლავ გრძელდება მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG