Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში ათასობით ადამიანს მოუწოდებენ ევაკუაციისაკენ, კაშხლის დანგრევის საფრთხის გამო


აშშ-ში დანგრევის საფრთხე ემუქრება ამ ქვეყანაში უდიდეს კაშხალს, რომელიც კალიფორნიის შტატში, ქალაქ ოროვილის მახლობლად მდებარეობს. საფრთხის გამო ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა 188 ათასამდე ადამიანისათვის. ძლიერი წვიმებისა და თოვლის გამო, წყლის დონე მკვეთრად გაიზარდა და კაშხლის კონსტრუქციამ დაშლა დაიწყო. ოროვილის ტბა სან-ფრანცისკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 240-მდე კილომეტრში მდებარეობს. კაშხლის სიმაღლე 235 მეტრია. წუხელ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ კონსტრუქციის ნებისმიერ მომენტში გარღვევის საფრთხეზე, მაგრამ ბოლო პროგნოზები უფრო ოპტიმისტურია.

XS
SM
MD
LG