Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრორუსი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევას


ჩერნოგორიის პარლამეტნმა მხარი დაუჭირა ოპოზიციის ორი ლიდერისთვის, ანდრია მანდიჩისა და მილან კნეჟევიჩისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას. ამის მიზეზია, ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მათი სავარაუდო მონაწილეობა წარუმატებელი გადატრიალების მცდელობაში, რომლის მიზანი იყო ხელი შეეშალა ნატოში ბალკანეთის ამ ქვეყნის გაწევრიანებისთვის. ანდრია მანდიჩი და მილან კნეჟევიჩი არიან რუსეთის მომხრე პოლიტიკური ალიანსის„დემოკრატიული ფრონტის“ ლიდერები. ოპოზიციური პარტია ეწინააღმდეგება ჩერნოგორიის გაწევრიანებას ნატოში. მმართველი კოალციის წევრი დეპუტატების დღევანდელი გადაწყვეტილება პარლამენტის შენობასთან გააპროტესტა ოპოზიციის ასობით მხარდამჭერმა. პროკურორის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „კრიმინალური ორგანიზაციის შექმნით“ საფრთხეს უქმნიან ჩერნოგორიის უსაფრთხოებასა და კონსტიტუციურ წესრიგს. ხელისუფლების განცხადებით, სავარაუდო გადატრიალების გეგმის ნაწილი იყო პრემიერ-მინისტრის მკვლელობა და ძალაუფლების ხელში აღება. ამ სცენარს ბრალდებულები „გამოგონილს“ უწოდებენ. გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანით ჩერნოგორიის საგამოძიებო უწყებამ დააკავა 20-მდე პირი, მათ შორის რუსეთის ორი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG