Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა თეირანთან გაფორმებული მნიშვნელოვანი შეთანხმება


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რათა ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მიეცეს. ტრამპმა ერთხელ კიდევ გააკრიტიკა თეირანსა და მსოფლიოს ექვს გავლენიან სახელმწიფოს შორის შარშან გაფორმებული მნიშვნელოვანი შეთანხმება. ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეტანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ტრამპმა ასევე კრიტიკულად მოიხსენია გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ისრაელის მისამართით გაკეთებული განცხადებები. ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს უწყებები ისრაელს „ძალიან, ძალიან უსამართლოდ ექცევიან“. ვაშინგტონში ნეტანიაჰუს ვიზიტი პირველია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპმა დაიკავა.

XS
SM
MD
LG