Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბონში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრა


გერმანიის ქალაქ ბონში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა. მის დაწყებამდე ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი „არ ერევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში“. ამით მან უპასუხა ამერიკელი პოლიტიკოსების ბრალდებებს, რომელთა თანახმადაც ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის პოსტიდან მაიკლ ფლინის გადადგომა განაპირობა მისმა საუბრებმარუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, ის და მისი ამერიკელი კოლეგა „მრავალ საკითხზე“ ისაუბრებენ და, როგორც ლავროვი იმედოვნებს, „სამომავლო თანამშრომლობის პარამეტრებს“ შეიმუშავებენ. ლავროვი და ტილერსონი პირველად ხვდებიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა დონალდ ტრამპმა. დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ასევე პირველად გაიმართა რუსეთისა და აშშ-ის უმაღლესი რანგის სამხედრო პირების, ჯოზეფ დანფორდისა და ვალერი გერასიმოვის შეხვედრა.

XS
SM
MD
LG