Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში გაიმართა რეფერენდუმი, რომელიც უკანონოდ არის მიჩნეული


აზერბაიჯანის სეპარატისტულ რეგიონ მთიან ყარაბაღში გაიმართა რეფერენდუმი ადგილობრივი ლიდერის უფლებამოსილების გაზრდის საკითხზე. საერთაშორისო თანამეგობრობა რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს. რეგიონის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 თებერვალს გამოაცხადა, რომ ამომრჩევლების 87%-ზე მეტი მიემხრო მმართველობის ფორმის შეცვლას, რის შედეგადაც ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა საპრეზიდენტოთი შეიცვალა. მთიან ყარაბაღს აღარ ეყოლება პრემიერ-მინისტრი და მინისტრებს დე ფაქტო პრეზიდენტი დანიშნავს. დანარჩენი ცვლილებები ითვალისწინებს, მაგალითად, ახალ სახელწოდებას: მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პარალელურად გამოიყენებენ "არტსახის რესპუბლიკას". მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა 1990-ანი წლების დასაწყისის ომის შემდეგ დაამყარეს კონტროლი რეგიონზე. ომმა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბაქომ და ეუთოს შუამავალმა ჯგუფმა, რომელშიც აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები შედიან, „უკანონო“ უწოდა რეფერენდუმს.

XS
SM
MD
LG