Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი აქტივისტი ილდარ დადინი ციხიდან გაათავისუფლეს


რუსი პოლიტიკური აქტივისტი ილდარ დადინი საპატიმროდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასმართლომ გააბათილა მისთვის წაყენებული ბრალდება. 22 თებერვლის სხდომაზე, უზენაესმა სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო პროკურატურის ბრალდება, რომლის თანახმადაც დადინი დადანაშაულებული იყო არაერთ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის გამო. 34 წლის დადინი ციმბირის ერთ-ერთი საპატიმროდან 15-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. „ვაპირებ, განვაგრძო ბრძოლა პუტინის ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აქტივისტმა.

XS
SM
MD
LG