Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტები სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად


სტუდენტები სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად
please wait

No media source currently available

0:00 0:15:21 0:00

2 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პრ კოორდინატორი და გიგა ჩიტიშვილი, სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის ასისტენტი. სოციალური მეწარმეობის ცენტრი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად აწყობენ სტუდენტურ კონკურსს, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და არსებული საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტაა. რა ტიპის გამოცდილებას მიიღებს სტუდენტი კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში, რა გამოწვევები დგას დღეს საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმეობის წინაშე და როგორ შეიძლება ამ სფეროს განვითარება - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.

XS
SM
MD
LG