Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი: "რუსთავი 2" არ არის, უბრალოდ, ბიზნესი


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ს მიიჩნევს „საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან" შემადგენლად. ეს შეფასება მან გამოთქვა საგანგებო განცხადებაში, რომლითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების შესახებ. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ეხება კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას. "რუსთავი 2" არ არის უბრალოდ ბიზნესი, ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვენლოვან შემადგენელს, ის არის კრიტიკული და განსხავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,"- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. იქვე პრეზიდენტმა ყველა მხარეს მოუწოდა, დაელოდონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს და თავი შეიკავონ „დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისაგან“ და პროვოკაციებისაგან. ამასობაში, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები განაგრძობენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტებას. მხარდამჭერების ნაწილმა წუხანდელი ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაატარა - გაშალა კარვები, რომლებიც ეზოში ამ დრომდე რჩება.

XS
SM
MD
LG