Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ობამას ბრალი დასდო მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ყოფილ ხელმძღვანელს, ბარაკ ობამას ბრალი დასდო მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ტრამპმა ტვიტერში უოტერგეიტის სკანდალთან გაავლო პარალელები. მისი სიტყვებით, „კარგ ადვოკატს შეუძლია ამ ფაქტებზე მომგებიანი საქმე ააგოს.“ ობამას არ გაუკეთებია კომენტარი ტრამპის ამ ბრალდებაზე. უკანასკნელ დღეებში მსოფლიო პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახშირებული ცნობები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ტრამპის გუნდის წევრების კონტაქტების შესახებ წინასწარ იყო მომზადებული ობამას ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც ისინი შემდეგ პრესას გადასცა.

XS
SM
MD
LG