Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“: ”სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგრძელა 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება“


ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება ერთხმად გააგრძელა. გვარამიას თქმით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს. "ინტერპრესნიუსი" ინფორმაციას ავრცელებს „რუსთავი 2"-ზე დაყრდნობით, რომ "შეტყობინება სტრასბურგიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს“.

XS
SM
MD
LG